Saturday, December 19, 2009

პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელი:
ბაგრატ III
2.პროექტის მოკლე აღწერა1-2 წინადადებით:
ვინ იყო ბაგრატ III,რატომ ითვლებოდა ის სამი ტახტის მემკვიდრედ...
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეებს გავაცნობ X-XI საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას,დავითIII კურაპალატის არჩევანის შესახებ,მეფედ დაესვა ბაგრატ III,რადგან იგი ითვლებოდა სამი ტახტის კანონიერ მემკვიდრედ:შვილობილია თავად დავით კურაპალატის,შვილიშვილია ქართველთა მეფედ წოდებული ბაგრატ II ის,ასევე, მემკვიდრეა აფხაზთა მთავრის უსინათლო თეოდოსის დისწული,აქედან'იგი გვევლინება გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფედ.იგი აფხაზეთში აკურთხეს მეფედ,978წელს,ამის შესეხებ მოგვითხრობს ''მატიანე ქართლისაის'' ისტორიული ქრონიკა, რომელიც თავის მხრივ ''ქართლის ცხოვრების'' კრებულშია დაცული.მის დროს დასავლეთ საქართველოს დედაქალაქად ცხადდება ქუთაისი.ბაგრატ III იწყებს ქვეყნის შიგნით არსებული არეულობის მოწესრიგებას, რომლის დროსაც თავს იჩენს ქავთარ ტბელთან დაპირისპირება. მოსწავლეები აანალიზებენ არსებულ პრობლემას და გარკვეულ დასკვნებს აკეთებენ,ზოგადად ფეოდალურ ანარქიაზე ქვეყნის შიგნით. ბაგრატIII იწყებს ბრძოლას საქართველოს გაერთიანებისათვის და 1010 წელს შემოიერთებს კახეთ - ჰერეთს აქაც მოსწავლეები მსჯელობენ ბაგრატის სტრატეგიაზე. ''კლარჯი ხელმწიფეების'' მაგალითზე,მოსწავლეები ახასიათებენ მეფეს, როგორც პიროვნებას და ადარებენ ერთმანეთს იმ ეპოქის მეფეებს,ბაგრატიონებს,ზოგადად.ასევე განვიხილავთ ბაგრატIII ის დროს კულტურულ-აღნშენებლობით საქმიანობას ბედიის ტაძრის მაგალითზე,რომლის მშენებლობაც თავად ბაგრატს უკავშირდება.მოსწავლეები გაეცნობიან ყველა იმ ტაძარს,რომელიც მის დრის აშენდა და ამის ფონზე აფასებენ იმდროინდელ ეპოქას
3. მონაწილეთა ასაკი:
14-15
4. ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
გაკვეთილზე მოსწავლეები კითხულობენ წყაროებს და ადარებენ ისტორიოგრაფიას, რუკაზე აჩვენებენ ყველა იმ სამეფო-სამთავრო ტერიტორიას,რომელიც ბაგრატIII შემოიერთა,კომპიუტერითა და პროექტორის საშუალებით აჩვენებენ ბედიისა და ბაგრატის ტაძარს,ასევე ცნების რუკის საშუალებით,წინასწარ მომზადებული,აჩვენებენ ბაგრატიონთა გენეალოგიას
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:
მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ყველა იმ ისტორიულ ძეგლს ,რომელიც ბაგრატ III ის დროს აიგო და მოაწყობენ პრეზენტაციას,ასევე გააკეთებენ ისტორიულ კუთხეს კლასში ამ ტაძრებზე..მოძიებულ მასალას დავდებთ blog-ზე

8.სარგებელი სხვებისთვის:
კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ისტორიულ წარსულს და ამაყად გადაავლებენ თვალს ბაგრატიონთა გენეალოგიას,რომელიც ათი საუკუნე არსებობდა,გაიგებენ იმ ტაძრების შესახებ ისტორიას,რომლებიც დღესაც ამაყად დგანან და უძლებენ საუკუნეებს,მათი არქიტექტურა გააოცებს მრავალ ტურისტს..
9.სამუშაო ენა
ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
არ მყავს
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთნ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართულ ლიტერატურასთან,ხელოვნებასთან,არქიტექტურასთან
12.პროექტის ფასილიტატორი:
ლელა გაგნიძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:

14.პროექტის ფორუმი:
არ მაქვს
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
lelagagnidze.blogspot.com